top of page
DSC03107.jpeg
DSC03107.jpeg

Decollete
 

სტილი, ელეგანტურობა, თავდაჯერებულობა.
გვეწვიეთ თბილისში– ცინცაძის 32# და ხიზანიშვილის 108#

DSC02931.jpeg
DSC02899.jpeg
TCH47961.jpg

ჩვენი ამბავი

Decollete — ბრენდი, რომელიც დაიწყო სრულ იზოლაციაში.

პანდემიის დროს, როდესაც სამყარო გაჩერებული იყო, ჩვენ დავიწყეთ ჩვენი გზა — იდეითა და დიდი ენთუზიაზმით. თავად ვფუთავდით შეკვეთებს, ვატარებდით ტანსაცმელს თბილისის ქუჩებში და კლიენტებს მანქანიდან ვემსახურებოდით. მაშინ ჩვენი პირველი მაღაზია ჯერაც არ იყო დასრულებული — კედლებს ვღებავდით და თაროებს ვამონტაჟებდით, მაშინ როცა სტუმრებს უკვე ვმასპინძლობდით. ვიცოდით, რას ვქმნიდით და გვჯეროდა ჩვენი იდეის.

დღეს Decollete არის ქალის ტანსაცმლის სანდო და საყვარელი მაღაზია, რომელსაც თბილისში ორი ლოკაცია აქვს — ხიზანიშვილის N108 და წიწნაძის N32.

ჩვენი კოლექციები დღესაც იმ ღირებულებებს ეყრდნობა, რაც თავიდანვე გვქონდა — სიმარტივე, კომფორტი და ფასი. Decollete — ტანსაცმელი, რომელიც ცხოვრებისთვისაა შექმნილი.

ხარისხი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული სამოსისა და აქსესუარის ხარისხი — ვზრუნავთ, რომ თითოეული პროდუქტი ასახავდეს ჩვენს ოსტატობასა და სტილს.

მრავალფეროვნება

ჩვენ გვიყვარს მრავალფეროვნება და ყოველთვის ვცდილობთ მომხმარებელს დიდი არჩევანი შევთავაზოთ.

მომხმარებელზე ზრუნვა

მომხმარებლის სურვილების გათვალისწინებასთან ერთად, ყოველთვის ვცდილობთ ჩვენი გამოცდილებითაც შეგირჩიოთ ის რაც ძალიან მოგიხდებათ <3

TCH40338.png

რატომ ჩვენ?

დაგვიკავშირდით

DSC02834.jpeg

დაგვიტოვეთ თქვენი საკონტაქტო

თბილისი, ხიზანიშვილის 108#

510001049

თბილისი, ცინცაძის 12, (დავით გამრეკელის 2)

599233929

  • Instagram
  • Facebook

არ გამოტოვო სიახლეები

 

© 2025 by Decollete secured by Wix 

 

bottom of page