მომსახურების პირობები
-
წინამდებარე დოკუმენტი (შემდგომში „წესები და პირობები“) არეგულირებს თქვენსა (მომხმარებლებსა) და შპს „დეკოლტე“-ს (ს/ნ: 400333117; შემდგომში „მაღაზია“) შორის ურთიერთობებს, მაღაზიაში პროდუქციის შეძენისა და შეძენილი პროდუქციის დაბრუნების საკითხებს.
-
პროდუქციის ერთეულის ფასი, ზომა, მწარმოებელი და სხვა სპეციფიკური მონაცემები მოცემულია პროდუქციაზე განთავსებულ ეტიკეტზე. ამასთან, პროდუქციასთან დაკავშირებული კითხვების არსებობის შემთხვევაში, მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს მაღაზიის გამყიდველს/კონსულტანტს. პროდუქციის შეძენით, მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ მას მიღებული აქვს ყველა სახის ინფორმაცია პროდუქციასთან დაკავშირებით.
-
პროდუქციის ადგილზე შეძენის შემთხვევაში, ეტიკეტზე მითითებული ფასი წარმოადგენს ერთეულის საბოლოო ფასს და მომხმარებელს არ ეკისრება რაიმე სახის დამატებით ხარჯის გაწევა.
-
პროდუქციის შესაძენად ანგარიშსწორება მიმდინარეობს ეროვნულ ვალუტაში, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების გზით.
-
მომხმარებელი ადასტურებს, რომ მას პროდუქციის შეძენამდე ჰქონდა სრული შესაძლებლობა ადგილზევე მოეზომა პროდუქცია, დაეთვალიერებინა იგი და შეემოწმებინა მისი ყველა მახასიათებელი, მათ შორის ნაკლოვანებასთან და ხარისხთან დაკავშირებული საკითხები.
-
პროდუქციის შეძენით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ მას არ გააჩნია არანაირი პრეტენზია პროდუქციის ხარისხთან და მის მოლოდინებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით.
დაბრუნებისა & გადაცვლის წესები
მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა ადგილზე შეამოწმოს პროდუქცია, იგი უფლებამოსილია შეძენილი პროდუქცია:
-
დააბრუნოს მაღაზიაში - შეძენიდან 1 დღის განმავლობაში (ასეთ დროს, მომხმარებელი პროდუქციის დაბრუნების სანაცვლოდ იბრუნებს გადახდილ თანხას);
-
გადაცვალოს პროდუქცია - შეძენიდან 3 დღის განმავლობაში (ასეთ დროს, მომხმარებელი უფლებამოსილია შეძენილი პროდუქცია გადაცვალოს იმავე ღირებულების სხვა პროდუქციაში ან შესაბამისი თანხის დამატების შემთხვევაში უფრო ძვირადღირებულ პროდუქციაში).
-
:
პროდუქციის დაბრუნების ან/და გადაცვლის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია წარადგინოს და . ამასთან, შეძენილ პროდუქციას . იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი შეძენილ პროდუქციას მოაშორებს ეტიკეტს, იგი იაზრებს, რომ ამ ყველაფრით საგრძნობლად მცირდება შეძენილი პროდუქციის ფასი და მომხმარებელი .
-
: შპს „დეკოლტე“;
საიდენტიფიკაციო ნომერი: 400333117;
იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, გლდანის მასივი, ხიზანიშვილის ქ. 108#
ელექტრონული ფოსტა: decolleteltd@gmail.com
ტელეფონის ნომერი: +995 510001049; 599233929